გიგლა ბარამიძე: პირველ და მეორე ჯერზე სიტყვით გიპასუხებენ, მესამედ ენას ამოგაგლიჯავენ და მერე იძახე პოლიტიკური ნიშნით მდევნიანო.
„მივმართავ ნაც. სექტის ზოგიერთ ჩიტირეკია წარმომადგენელს, რომელსაც მეორე დღეა წაუგრძელებია ენა და არაკაცულად იქცევა. მხედველობაში მაქვს ჩვენი პოლიტიკური ლიდერის მიმართ გაკეთებული არაკორექტული განცხადებები. საერთოდ ნაციონალური მოძრაობის ბევრ წარმომადგენელს ახასიათებს მეძავის პრინციპი. ცდილობენ სხვაში ის პოლიტიკური სიბინძურე, რომელიც მათ საწყისშივე დევს. როდესაც შენ გყავს მრავალჯერადი გამოყენების საერთაშორისო მაწანწალა აგენტი გაპონი სააკაშვილი და შენ სხვისკენ იშვერ ხელს ცოტა სასაცილოა, მითუმეტეს ისეთ მძიმეწონიან პოლიტიკოსზე, როგორიც ნინო ბურჯანაძეა,“- ასე განცხადება გააკეთა გიგლა ბარამიძემ გუშინ რუსთავის ორის ეთერში მომხარ ინციდენტთან დაკავშირებით.
როგორც გიგლა ბარამიძემ აღნიშნა, 2011 წლის მაისის მოვლენების დროს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათასობით ადამიანი აპროტესტებდა იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც მაშინ საქართველოში სუფევდა. ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით ეს ადამიანები ზოგი დახოცეს, ზოგს თვალი გამოთხარეს, ზოგიც კი დააპატიმრეს. ეს გულანთებული ადამიანები მათი თქმით თურმე უღირსები ყოფილან.

„ როდესაც ამას იმეორებ პირველ და მეორე ჯერზე სიტყვით გიპასუხებენ, მესამედ შეიძლება ვიღაცამ ენა ამოგაგლიჯოს, მერე კი იტყვიან დიდი პოლიტიკოსი ვარ, დამხვდნენ და პოლიტიკური ნიშნით ფიზიკურად გამისწორდენენო. აქ პოლიტიკა აღარაფერშუაშია. ეს გახლავთ უზნეო და არაკაცული საქციელი. ქართულ პოლიტიკაში ამას თუ ოდესმე გაითავისევენ ისეთი პოლიტიკური სექტების წარმომადგენლები, როგორიც ნაციონალური მოძრაობაა, ძალიან კარგი იქნება,“- განაცხადა გიგლა ბარამძემ.

FaceBook Twitter Google