დიმიტრი ლორთქიფანიძემ და კახა კუკავამ ახალი პარკირების პრეზენტაცია გამართეს
თბილისის მერობის „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა კახა კუკავამ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ვერტიკალური პარკირების სისტემის პრეზენტაცია გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისში პირველი ავტომანქანების ვერტიკალური პარკირების ზონა კომპანია „რევერსის“ მიერ დამზადდა და მისი მიხედვით, დედაქალაქისთვის ნოვაციური პროექტის განხორციელებით, მინიმალური ტერიტორიის გამოყენებით, შესაძლებელია რამდენიმე ათეული მანქანისთვის საკმარისი პარკირების ადგილის მოწყობა.

როგორც კახა კუკავამ განმარტა, სწორედ ამგვარი ტექნოლოგიების დანერგვით არის შესაძლებელი დედაქალაქში არსებული პარკირების პრობლემის მოგვარება. მისივე თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში, გაუქმდება „სითი პარკთან“ დადებული კორუფციული ხელშეკრულება და ხელი შეეწყობა ვერტიკალური პარკირების ზონების განვითარებას. მისივე ინფორმაციით, ვერტიკალური პარკირების ზონების მოწყობისას, ერთი მანქანის პარკირების ადგილის ღირებულება 4000 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო თბილისის მერია „სითი პარკს“ ყოველწლიურად პარკირების გადასახადიდან მიუღებელი შემოსავლის კომპენსირებისთვის 4 მლნ ლარს უხდის.

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31