ნინო ბურჯანაძე: „მიმდინარე პროცესი აუცილებლად გამწვავდება და აუცილებლად გადაიყოლებს ხელისუფლას“.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ვეტოზე უარი განაცხადოს. ამასთანავე იგი ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტთან ოპოზიის მიმდინარე შეხვედრა, სწორედ ამის დასტურია. ნინო ბურჯანაძის განმარტებით, თუ პრეზიდენტის ვეტოში ასახული იქნება ოპოზიციის წინადადებები და ამას ხელსუფლება გაითვალსიწინება, ეს ქვეყანას კონსტიტუციური ჩიხიდან მეტ-ნაკლებად გამოიყვანს.


„მე გამოვცრიცხავ, რომ პრეზიდენტმა ვეტოს დადებაზე უარი განაცხადოს. აუცილებელია, პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საბოლოოდ შეჯერდეს, თუ რა ტიპის ვეტოთი უნდა შევიდეს პარლამენტში. სამარცხვინო და სასაცილოა, რომ გაჯიუტებული უმრავლესობა ჯერ იღებს კონსტიტუციას და შემდეგ, მეორე დღეს მიმართავს პრეზიდენტს მხოლოდ ორ საკითხზე ვეტოს დადების მოთხოვნით. ეს არის თამაში, ფარსი და ცირკი. ამაზე პრეზიდენტი დარწმუნებყული ვარ არ წავა. რამდენიმე საკითხი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომელიც ეხება საარჩევნო კანონმდებლბას, უშიშროების საბჭოს და მის კომპენტენციას, პრეზიდენტის არჩევის წესს. იმედი მაქვს, ეს შეხვედრა კონსტრუქციული იქნება და მოხდება შეჯერებიული პოზიციის ასახვა ვეტოში. „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი ამ დათმობით უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი ოდნავ მაინც შეამსუბუქოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმდინარე პროცესი აუცილებლად გამწვავდება და აუცილებლად გადაიყოლებს ხელისუფლას. - აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

 

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31