ნინო ბურჯანაძის მიმართვა პრემიერ მინისტრს.
„დღეს მედიასაშულებებით გავრცელდა აბსოლუტურად სკანდალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილთან მიმართებაში, სასამართლომ გამოიტანა მოტივირებული გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ ამბობს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს,“ - ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ დღეს დავით ხარშილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ეს არის ქვეყნის კატასტროფული რეალობა. აუცილებლად აღნიშვნის ღირსია, თუ რამდენად მნიშნვლოვანია ბრძოლა. ქალბატონმა ელისო კილაძემ საპროცესო გარიგებასა და გაჩუმებას, რამდენიმე თვით მისი შვილის ციხეში ჯდომა და სამართლიანობისთვის ბრძოლა არჩია, რამაც შედეგი გამოიღო და რაც ნამდვილად პატივსაცემია, იმიტომ რომ დედისთვის წარმოუდგენლად რთულია შვილის ციხეში დატოვება, თუნდაც დარწმუნებული იყო იმაში, რომ წარმატებას მიაღწევ და მას გაანთვისუფლებ.
„ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რას აპირებს პრემიერ მინისტრი იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ დაადასტურა, რომ მისი შ.ს.ს. მინისტრი საქმის კურსში იყო, თუ როგორ უდებდნენ ადამიანს ნარკოტიკებს იმ მიზნით, რომ დედამისი დაესაჯათ?! რას აპირებს პრემიერ მინისტრი იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებმაც ყალბი ჩვენებები მისცეს სასამრთლოს?!“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე დასძინა, რომ თუ ამ საქმეს არ მოჰყვება პრემიერის ადექვატური რეაგირება და არ გადაჰყვება შ.ს.ს. მინისტრი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირი პარალელები გავავლოთ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებებთან, როდესაც ხდებოდა ადამინების საჩვენებელი დასჯა და განადგურება, ამაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები და ამ ყველაფერს ხელს აფარებდა ხელისუფლება. განსხვავება მხოლოდ ის გახლავთ, რომ ამ შემთხვევაში საქმე დასრულდა არა ადამიანის ფიზიკური განადგურებით, არამედ ძალიან დიდი ნერვიულობით და შემდეგ განთავისუფლებით.
„ეს საქმე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში აუცილებლად გადაიყოლებდა შ.ს.ს. მინისტრს. ვნახოთ რას იზამს ჩვენი ხელისუფლება. საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რომ იგივე შეიძლება დაემართოს ნებისმიერ თქვენთაგანს , თუ ახლა კატეგორიულად არ მოვითხოვთ იმას, რომ უმკაცრესად დაისაჯონ ის ადამინები, ვინც ეს უბედური ფარსი მოაწყო,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობა“ კატეგორიულად მოთხოვს უსწრაფეს რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან და ელოდება პრემიერ მინისტრის პასუხს.
FaceBook Twitter Google