ნინო ბურჯანაძე : შემოხაზეთ სამივე ბიულეტენში სამიანი და თქვენ მიიღებთ ხელისუფლებას ადგილობრივ თვითმართველობაში, რომელიც იზრუნებს აჭარასა და აჭარლებზე
„ჩვენ ბათუმში ყოველთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა, იმდენად დიდი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა იმ მაშტაბით ხმების მოპარვა, როგორც ეს მან შეძლო დანარჩენ საქართველოში. ბათუმში იმ გაყალბების პირობებშიც კი ორჯერ მეტი შედეგი გვქონდა ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში“ – ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ ბათუმში ქალაქის მერისა და მაჟორიტარობის კანდიდატების მოსახლეობისათვის წარდგენის შემდეგ.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მისი გუნდი დაკომპლექტებულია ყველაზე კვალიფიციური, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანებით. სწორედ ამიტომ მოსახლეობამ არჩევანი სწორედ სამი ნომრის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს.
„შემოხაზეთ სამივე ბიულეტენში ნომერი სამი და თქვენ ნადმვილად მიიღებთ ისეთ ხელისუფლებას ადგილობრივ თვითმართველობაში, რომელიც იზრუნებს აჭარასა და აჭარლებზე, რომელიც მოაგვარებს იმ პრობლემებს წლების განმავლობაში, რომ გაწუხებთ. ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, რომელიც ყოველთვის თანმიმდევრულად ვიბრძოდით. ჩვენ არასდროს გავრიგებივართ არცერთ ხელისუფლებას. მინდა მოვუწოდო აჭარლებს, კარგად გააკეთონ ანალიზი, ვინ იბრძვის ქვეყნისთვის და ვინ თანამდებობესთვის. ასეთ შემთხვევაში ალტერნატივა სამიანის შემოხაზვას ნამდვილად არ ექნება“–განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google