„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კომიის წევრი გაიტაცეს და სასტიკად სცემეს.
“სამშაბათს, 10 ოქტომბერს გატაცებული იქნა სენაკის 64-ე საარჩევნო ოლქის მე-15 უბნის კომისიის წევრი „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“-დან 21 წლის ანატოლი ღვინჯილია. ორმა პირმა მას ძალის გამოყენებით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და ავტომობილით გაიტაცა გაურკვეველი მიმართულებით, სადაც მოხდა მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება. დაზარალებულმა მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება, რა დიაგნოზითაც იგი მოათავსეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში,”- ასეთი განცხადება გააკეთა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე და პოლიტსაბჭოს წევრები უკვე გაემგზავრნენ დაზარალებულის მოსანახულებლად.
„მომხდარი ჩვენს მიერ განიხილება, როგორც ზეწოლა და დაშინების მცდელობა ოპოზიციის წინააღმდეგ და პირდაპირ უკავშირდება საარჩევნო მიზნებს, ვინაიდან თვითმხილველების მიერ უკვე მოხდა ერთ-ერთი თავდამსხმელის იდენტიფიცირება და ის ნანახი ჰყავთ „ქართული ოცნების“ შტაბში. ეს ფაქტი ცნობილია სამრთალდამცველებისთვისაც თუმცა ამ დრომდე არ მომხდარა თავდამსხმელების დაკავება.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ანატოლი ღვინჯილიას მამა ბატონი ავთანდილ ღვინჯილია გახლავთ „დემოკრატიული მოძრაობის“ აქტიური წევრი,“- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებსა და პროკურატურას, რომ აღნიშნული ფაქტი, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს უმოკლეს დროში იქნას გამოძიებული და უმკაცრესად იქნან დასჯილიის პირები, რომლებმაც აღნიშნული დანაშაული ჩაიდინეს.

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31