„დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო.
ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება დიდი დანაკარგია მთელი ქვეყნისათვის. ქალბატონმა ლიკამ შექმნა დაუვიწყარი სახეები ქართულ კინომატოგრაფიაში, მისი განსახიერებული პერსონაჟები არასდროს დაავიწყდება ქართველ მაყურებელს, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც დაუფასებელი წავიდა ამ ქვეყნიდან. ქვეყანამ ვერ ან არ გამოხატა ის სიყვარული და დაფასება, რომელსაც ეს მართლაც ულამაზესი ქალბატონი იმსახურებდა. „დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს ლიკა ქავჟარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე მთელ საქართველოს, რადგან ქალბატონო ლიკა ყველამ ერთად დავკარგეთ.
FaceBook Twitter Google