ნინო ბურჯანაძე : მნიშვნელოვანია, სოფლის მოსახლეობამ შეძლოს მოყვანილი პროდუქციის რეალიზება და არ იყოს მიჩერებული ხელისუფლების მიერ გადმოგდებულ კაპიკებს
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით გორის რაიონის სოფელ ქვეშში და ამ სოფლიდან 1.5 კმ-ში არის ე.წ. საზღავარი, საიდანაც პრაქტიკულად ჩანს ის უსუსურობა, რომელიც ხელისუფლებას ახასიათებს. აქ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი მიწიდან გაიტაცეს, ვითომ და საზღვრის გადაკვეთის გამო. ადამიანები, რომლებიც იმ ნაწილში ცხოვრობდნენ და ჰქონდათ სახნავ-სათესი მიწები, მაგრამ დღეს საკუთარ მიწა-წყალზე ვერ გადადიან. ადამიანები,რომლებიც ამბობენ, რომ არცერთი პრობლემა ამ ხსნის განმვალობაში „ქართულ ოცნებას“ არ მოუგვარებია.“ - ასეთი განცხადება გააკეთა ნინო ბურჯანაძემ გორის რაიონ სოფელ ქვეშში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, მოსახლობის თქმით, არცერთი მიმართულებით უკეთესობა არ შეიჩნევა და მათ როგორც ადრე უჭირდათ, ისე უჭირთ დღესაც.
„მე მოვუწოდებ მოსახლეობას აღარ დაიჯერონ „ქართული ოცნების“ ამდენი ცრუ დაპირება. სამივე ბიულეტენში შემოხაზონ სამიანი, იმიტომ რომ ჩევნ ვართ ის ძალა, რომელსაც შეუძლია საქმის კეთება, რომელსაც შეგვიძლია ადამიანების პრობლემების მოგვარება, რომელსაც შეგვიძლია ე.წ. საზღვრის თავის ადგილზე დაბრუნება. ჩვენ ვართ ის ადამინები, ვისაც შეგვიძლია რუსეთთან მოლაპარაკება და რუსული ბაზრის გახსნა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ
როგორც მან დასძინა რუსული ბაზარის გახსნა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი გორის რაიონისთვის. რადგან მოსახლეობას საშუალება ექნება მოახდინოს ადგილზე მოყვანილი პროდუქციის რეალიზება და პროდუქტი არ დაულპეთ, რათა შემდგომ ამ თანხით შეძლონ ოჯახების რჩენა და არ იყონ მიჩერებული ხელისუფლების მიერ გადმოგდებულ კაპიკებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეგიონში ჩვენ ნადვილად სერიოზული მხარდაჭერა გვექნება და ბევრ ბიულეტენებს ვნახავთ სადაც სამიანი იქნება შემოხაზული.

FaceBook Twitter Google