ნინო ბურჯანაძე: იმედი გვაქვს შევძლებთ დავიცვათ ის ხმები, რომელსაც მოსახლეობა მოგვცემს.
„მე ძალიან მიხარია, რომ ადამიანები ასე აქტიურად არიან ჩართულები ჩვენს წინასაარჩენო კამპანიაში. მიხარია, რომ ახალქალაქშიი ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათ შორის გამოირჩევიან ახალგაზრდები,“- ასეთი განცხადება გააკეთა ნინო ბურჯანძემ ახალქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა,რომ ახალქალქში იგივე პრობლემებს ვაწყდებით, რაც იყო შარშან და შარშანწინ. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი გაუკეთებია იქიდან, რასაც ის ამ ადამიანებს დაპირდა. შესაბამისად, მოსახლეობა ძალიან იმედგაცრუებულია.
„პრობლემები ძალიან ბევრია. მაგალითად, დღეს თბილისიდან აქ ჩამოსვლას 5 საათამდე მოვუნდით თუმცა დისტანცია 270 კმ-ია. არ დაადგა საშველი ამ გზის გაკეთებას. პრობლემები არის ადგილობრივ ხელისუფლებაში, ძალიან რთულია სამსახურების მოძიება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა უმუშევარია. შესაბამისად, ადამიანთა უმეტესობა ცდილობს, რომ ქვეყანა დატოვოს,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მან ასევე დასძინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთთან უვიზო რეჟიმის აღდგენა, რადგან ამ რეგიონიდან ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში. მათ ახლობლებს კი ელემენტარულად ოჯახის წევრების მონახულების საშუალებაც კი არ აქვთ.
ბურჯანაძის აზრით, ასევე ძალიან მწვავედ დგას გასაღების ბაზრის პრობლემა. რადგან ადამიანები შრომობენ, მოჰყავთ მოსავალი, მაგრამ ვერ ახერხებენ პროდუქციის რეალიზებას.
„ჩვენ ტრადიციულად დიდი მხარდაჭერა გვაქვს ამ რეგიონში და ხელისუფლება ახლაც ცდილობს მოახდინოს ზეწოლა ამომრჩეველზე. მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ დავიცვათ ის ხმები, რომელსაც ჩვენ ადამიანები მოგვცემენ“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google