ნინო ბურჯანაძე : თუ ამომრჩეველი არ იაქტიურებს, ივანიშვილის მიერ ნაყიდი ადამიანების ხმები გადაწყვიტავს არჩევნების ბედს.
„როგორც მთლიანად საქართველოში, ასევე ბორჯომშიც ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მაჟორიტარობის კანდიდატები და გვაქვს ასევე ძალიან კარგი ადამიანებით დაკომპლექტებული საარჩევნო სია. ნაწილობრივ ივანიშვილმა უკვე იყიდა არჩევნები, რაზეც ლაპარაკობს თუნდაც ის თანხები, რომელიც უკვე დახარჯული აქვს „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიაში. 11 მილიონი მთლიანად ოპოზციის 300 ათასის წინააღმდეგ. თან აღსანიშნავია, რომ ნახსენები 11 მილიონი გახლავთ ოფიციალურად დადასტურებილი ციფრი და თქვენ ალბათ ხვდებით რამდენად აღემატება არაოფიციალური ფინანსები.“ -ასეთი განცხადება გააკეთა ნინო ბურჯანაძემ ბორჯომში მოსახლეობასთან შეხვედრისას.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ყველაფერი მოსახლეობის აქტიურობაზეა დამოკიდებული. თუ ისინი დარჩებიან სახლებში, ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაყიდი ადამინების ხმები გადაწყვიტავენ არჩევნების ბედს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას არავითარ შემთხვევაში არ დარჩნენ სახლებში და იყვნენ აქტიურები. ჩვენს შემთხევაში, რა თქმა უნდა, სამივე ბიულეტენში შემოხაზონ N3, თუ უნდათ რომ ქვეყანაში ვითარება რეალურად შეიცვალოს. „რაც შეეხება პრობლემებს, ბორჯომში ვაწყდებით იმავე რეალობას, რასაც მთლიანად საქართველოში, რომ გითხრათ აღნიშნული პრობლემები მოუგვარებელია ან მათ გადაჭრას წარმოუდგენელი კოსმოსური ინტელექტი სჭირდება ასე არ არის. უბრალოდ ყველა პრობლემის მოგვარებას სჭირდება ადამინთა ჯგუფი, რომელიც არ იქნება არც ივანიშვილის და არც არავის მონა.ადამიანთა ჯგუფი,რომელიც გააკეთებს თავის საქმეს. რომელიც იზრუნებს იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელებიც აწუხებს მათ, ქვეყანას, ქალაქს, რეგიონს, რაიონსა თუ სოფელს. სწორედ ასეთი ადამიანებით არის დაკომპლექტებული ის სიები, რომლითაც ბლოკი „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ წარსდგა ადგილობრივი არჩევნებისთვის ამომრჩევლის წინაშე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მობრძანდით არჩევნებზე და შემოხაზეთ N3,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

FaceBook Twitter Google