„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“- კახა კუკავამ და გიორგი ახვლედიანმა იეჰოვას მოწმეების სააგიტაციო პუნქტის დემონტაჟი განახორციელეს
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ და გიორგი ახვლედიანმა მარჯანიშვილის ქუჩაზე „იეჰოვას მოწმეების სააგიტაციო პუნქტის დემონტაჟი განახორციელეს.
კახა კუკავას განცხადებით, „სხვადასხვა რელიგიური სექტების ზღვარგადასული პროპაგანდა, რეალურად წარმოადგენს არა აღმსარებლობის თავისუფლებას, არამედ - პროზელიტიზმს“. მისივე განცხადებით, ეს შეუთავსებელია ქართულ კულტურულ და ტრადიციულ ფასეულობებთან.
FaceBook Twitter Google