ნინო ბურჯანაძე : ამერიკის ელჩის პოზიცია წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გაუგებარია
„ლიდერთა საბჭომ მოამზადა ძალიან საინტერესო დოკუმენტი წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკის ელჩმა თითქოსდა სპეციალურად იჩქარა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებასთან დაკავშირებით,რაც რბილად რომ ვთქვათ მეტად უცნაურია, როდესაც აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია გამონაკლისის გარეშე საარჩევნო გარემოს აფასებს უთანასწოროდ და უსამართლოთ, ხოლო ამერიკის ელჩი ამ დროს აკეთებს პოზიტიურ განცხადებას იმავე გარემოსთან დაკავშირებით. ეს საკმაოდ გაუგებარია,“- ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ ლიდერთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამერიკის ელჩის მიერ წინასაარჩევნო გარემოს პოზიტიურად შეფასებასთან დაკავშირებით.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, თუ არჩევნები საქართველოში ტარდება ამერიკის საელჩოსათვის და მონაწილეობასაც ისინი იღებენ, რაც ნაწილობრივ სიმართლეა, მაშინ სხვა საქმეა, მაგრამ თუ არჩევნები ტარდება პარტიებისთვის, მაშინ ჩვენ ვამბობთ, რომ წინასაარჩევნო გარემო არც თავისუფალია, არც სამართლიანი და არც დემოკრატიული. ის, რომ ყოველდღიურად არ ვხედავთ ფიზიკურ დაპირისპირებებს არ შეიძლება ჩაითვალოს იდეალურ სტანდარტად.
„როდესაც საუბარია დაფინანსების არანორმალურ პროცენტულ შეფარდებაზე, საუბარია მედიამონოტორინგის მონაცემებზე, საუბარია დაშინებებზე, ოპოზიციურად განწყობილი ადამინების მხრიდან კანდიდატების მოხსნაზე, საუბარი ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურუსის გამოყენებაზე წინასაარჩევნო გარემოსათვის პოზიტიური შეფასების მიცემა მე პირადად ძალიან უცნაურად მეჩვენება.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google