კახა კუკავამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ იუსტიციის სახლს და სხვა ნაგებობებს აბრები წარწერით - „ზვიად გამსახურდიას სანაპირო“ მიამაგრეს
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ იუსტიციის სახლს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ სხვა ნაგებობებს აბრები წარწერით - „ზვიად გამსახურდიას სანაპირო“ მიამაგრეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.
„მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთს ოფიციალურად ეწოდება „ზვიად გამსახურდიას სანაპირო“. ეს სახელწოდება გამოიყენება დოკუმენტებსა და რუკებზე, თუმცა ვინაიდან პირველი პრეზიდენტის სახელის ხსენებაც კი პრაქტიკულად, აკრძალულია შევარდნაძის ხელისუფლების შემდეგ ყველა რეჟიმის პირობებში, აქ განთავსებულ შენობებზე დღემდე მითითებული იყო „სანაპიროს ქუჩა“. დღეს კახა კუკავამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ იუსტიციის სახლს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ სხვა ნაგებობებს მიამაგრეს აბრები - „ზვიად გამსახურდიას სანაპირო“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
FaceBook Twitter Google