ნინო ბურჯანაძე: ვაიძულოთ ხელისუფლება სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს
„ლიდერთა საბჭომ“ ერთობლივი შეფასება გააკეთა და ჩვენი თანხვედრილი პოზიცია, არის რომ წინასაარჩევნო გარემო იყო ნამდვილად არასამართლიანი, არათანასწორი და დაძაბული, რადგან ძალიან ბევრი იყო ზეწოლის ფაქტები. აღარაფერს ვამბობ ადმინისტრაციული რესურსის უზუმო გამოყენებასთან დაკავშირებით.“ - ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძე „ლიდერთა საბჭოს“ სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც 14 ოპოზიციური პარტიის ლიდერი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებს შეხვდა.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ლიდერთა საბჭოს ერთობა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ხმა, რადგან სხვაობა პირველ-მეოთხე კანდიდატებს შორის ძალიან მცირეა. სრული სიცრუეა თითქოს ამომრჩეველთა ხმები არ არის მნიშვნელოვანი და არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია. თუ მოსახლეობა მოვა და იაქტიურებს, მაშინ შესაძლებელია ხელისუფლების მოლოდინისგან სრულიად განსხვავებული შედეგი დაიდოს.
„ლიდერთა საბჭოს“ შეხვედრისას ჩვენ ვთხოვეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს არ გაკეთდეს წინასწარი განცხადებები, ისეთი როგორიც მოვისმინეთ ამერიკის ელჩის მხრიდან და რომელიც სრულიად განსხვავებულია ყველა პარტიის პოზიციისაგან, გარდა სახელისუფლებო პარტიისა. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ შევძლოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება ჩაატაროს მეტნაკლებად ნორმალური და სამართლიანი არჩევნები, იდეალური იგი უკვე ვეღარ იქნება, რადგან არჩევნები არ გახლავთ მხოლოდ საარჩევნო დღე. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას ხვალ აქვს შანსი პროცესები მეტნაკლებად ნორმალურ კალაპოტში დააბრუნოს. მე მათგან ამ შანსის გამოყენებას არ ველი, მაგრამ მოსახლეობის მოსვლისა და აქტიურობის შემთხევაში შესაძლებელი ამ ქვეყანაში არჩევნებმა აზრი არ დაკარგოს,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

FaceBook Twitter Google