კახა კუკავა: „გადადეთ ყველაფერი და მიდით არჩევნებზე“
ხმა მივეცი ამ ქალაქში ცვლილებებს, ხმა მივეცი იმას, რომ 25 წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ძალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში,"- ასეთი კომენტარი გააკეთა კახა კუკავამ მას შემდეგ რაც საარჩევნო უბანზე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. "მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო მოსახლეობას, გადადეთ ყველაფერი და ნახევარი საათით მიდით საარჩევნო უბანზე, რომ მომავალი 4 წელი სანანებელი არ გქონდეთ რა ხალხი მართავს ამ ქვეყანასა და ქალაქს. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია დაფიქსირდეს ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, იმიტომ რომ ხელისუფლების მაღალი აქტივობის პირობებში ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ყველანაირი გაყალბება და მანიპულაცია აზრს კარგავს,"-განაცხადა კახა კუკავა.
FaceBook Twitter Google