ნინო ბურჯანაძე : არ გაბედოთ ჩვენი წარმომადგენლების უბნებიდან გამოყრა, ეს ძვირად დაგიჯდებათ.
პირველყოვლისა მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე, რა თქმა უნდა ჩვენი ამომრჩევლის იმედი მაქვს, მაგრამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია აბსოლუტურად ყველა ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია,"- ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძე საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ.
ბურჯანაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები ჩატარდეს ნორმალურ გარემოში, თუმცა სამწუხაროდ დილიდან უკვე არის დარღვევები მთელ რიგ უბნებზე, სადაც ჩვენს წარმომადგენლებს ჰქონდათ სამართლიანი შენიშნვები მარკირების პროცესთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ ჩვენს წარმომადგენელებს უკვე მისცეს გამაფრთხილებელი შენიშვნები.
"გამაფრთხილებელი შენიშვნა უნდა მისცე მაშინ, როდესაც ადამიანი რაიმეს არღვევს, ან შეაქვს დესტაბილიზაცია საარჩევნო უბანზე და არა მაშინ, როდესაც წარმომადგენელი სრულიად კანონიერად კანონის აღსრულებას მოითხოვს. ეს არ არის შემთხვევით მოვლენა. გამაფრთხილებელი შენიშნვა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას უნდა დღის განმავლობაში ჩვენი და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოყაროს უბნებიდან. ჩვენ არ ვაპირებთ დესტაბილიზაციას, მაგრამ თუ თქვენ დაიწყებთ ხალხის უბნებიდან გამოყრას გაფრთხილებთ ძალიან ძვირად დაგიჯდებათ. მიეცით საშუალება წარმომადგენლებს შეასრულონ საკუთარი მოვალეობა ნორმალურ გარემოში."-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ
FaceBook Twitter Google