კახა კუკავა: „ბესელიას კომენტარი აღიარებითი ჩვენებაა“
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ ერთ–ერთი ტელევიზიისთვის მიცემული კომენტარი აღიარებითი ჩვენებაა, ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, „დემოკრატიული მოძრაობა–თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ განაცხადა. „სრულიად სკანდალურია, რომ მმართველი პარტიის ერთერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ თბილისშიც და რეგიონებშიც არჩევნების შედეგები არის მათი შტაბის მიერ წინასწარ შედგენილი. მან განაცხადა, რომ თბილისში არჩევნები დასრულდება პირველ ტურში, ხოლო რეგიონებში „ქართულმა ოცნებამ“ შეგნებულად, ვიმეორებ შეგნებულად დაუშვა მეორე ტურები, როგორც დემოკრატიის დეკორაციები.“– განაცხადა კახა კუკავამ.
FaceBook Twitter Google