დიმიტრი ლორთქიფანიძე - „სომხური კარუსელი კვლავ ძალაშია“
როგორც საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობა–თავისუფალი საქართველოს“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადეს, საარჩევნო პროცესის დროს რიგ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ლორთქიფანიძის თქმით, ისნის საარჩევნო ოლქის 49–ე უბანზე საარჩევნო პროცესის დაწყებისა სხარვეზი გამოვლინდა. „ისნის საარჩევნო ოლქის 49–ე უბანზე საკონტროლო ფურცელი უბანზე არარეგისტრირებულ ამომრჩეველს შეავსებინეს. თუმცა, აღნიშნული ფურცლის ყუთში ჩაგდება ვერ მოასწრეს და ამიტომ, აქტის შედგენისა და საჩივრის დაწერის შემდეგ საარჩევნო პროცესი აღდგა. ასევე, ქ.რუსთავში 55-54 საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველი მივიდა, ცარიელი ბიულეტენი კონვერტით მიიტანა, მანქანასთან მჯდომ პირს შემოახაზინა და აღნიშნული კონვერტი კვლავ შეიტანა უბანზე. ამას სომხური კარუსელი ჰქვია. სომხური კარუსელი კვლავ ძალაშია.“– განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
„რუსთავში, 83–ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ არ შეუშვა ბლოკის წარმომადგენელი. მისივე თქმით, საჩივარი უკვე დაწერილია. „ქ. რუსთავში სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსი ლევან ონიანი, ამჟამად ოცნების სიის პირველი ნომერი, იბარებს ახალგაზრდებს, რომლებიც დეტალურ ინსტრუქტაჟს გადიან. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მათ გაწვევით ემუქრებიან. გარდაბანში მე-4 მაჟორიტარული ოლქი გახსნილია გამგეობის შენობაში. გამგეობის წევრები და „ქართული ოცნების„ მაჟორიტარობის კანდიდატები კარებთან დგანან და ვინც შედის ყველასთან პროპაგანდას ეწევიან. დარღვევა დაფიქსირდა ქ.ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში განთავსებულ მე–7 საარჩევნო უბანზეც, სადაც მოქალაქემ სიაში არყოფნის მიუხედავად ხმის მიცემა მოახერხა. მიუხედავად დამკვირვებლის რეაგირებისა მან საარჩევნო უბანი დატოვა. წარმომადგენლებს ოქმის დაწერის საშუალება არ მისცეს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

FaceBook Twitter Google