ნინო ბურჯანაძე : ასეთი მაშტაბის მოსყიდვა და ფულის ხარჯვა არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა
„პრაქტიკულად ორი საათიც აღარ რჩება არჩევნების დამთავრებადე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის , რომ ამომრჩეველმა აქტიურობა გამოიჩინოს. ჩვენმა განცხადებებმა გარკვეული შედეგი გამოიღო და მთლიანად საქათველოში 3, ხოლო თბილისში 4% -ით გაიზარდა აქტივობა. თუმცა ეს საკმარისი არ არის და აქტივობაზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული,“- ასეთი განცხადება გააკეთა ნინო ბურჯანაძემ არჩევნების დასრულებამდე ორი საათით ადრე.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ასეთი მაშტაბური მოსყიდვა და ფულის ასეთი მასობრივი ხარჯვა არ ყოფილა პრაქტიკულად არც ერთ არჩევნებზე, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი ამ ყველაფრის დაფიქსირება, თუმცა ლიდერთა საბჭოში შემავალი პარტიების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ეს დარღვევები ფურცელზე დააფიქსირონ.
„ ჩვენ გვაქვს არაერთი ოქმი და საჩივარი სადაც ძალიან კარგად ჩანს ის დარღვევები, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი. გაცილებით მარტივია დააფიქსირო პირდაპირი და ფიზიკური ზეწოლის ფაქტი, ვიდრე ის შემთხვევა, როდესაც ადამიანს ჯიბეში ჩუმად ფულს უდებენ. უპრეცენდეტნტოა სოციალურად დაუცველთა მიმართ განცხორციელებული ზეწოლები. ეს არის ხელისუფლება, რომელიც კადრულობას , რომ ადამიანებს რომლებიც შიმშილის ზღვარზე არიან დაშინებითა და იმ ელემენტარულის წართმევის მუქარით, მიაცემინონ ხმა სასურველს სუბიქტზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიდეოთი დაფიქსირდა კადრები, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რომ რეგისტრატორებს თავზე ზედახედველები ადგანან, რომლებიც კომისიის წევრების თანდასწრებით ინიშნავენ ვინ მოვიდა და ვინ არა ამა თუ იმ უბანზე,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

FaceBook Twitter Google