ნინო ბურჯანაძე - ფოთის #31-ე უბანზე ბიულეტენები "ბღუჯა-ბღუჯად" ჩაიყარა
ფოთში, 31-ე უბანზე, ბიულეტენები, როგორც ხელისუფლებას უყვარს ამ სიტყვის გამოყენება - "ბღუჯა-ბღუჯად" ჩაიყარა, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ფოთში არჩევნებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.

"ფოთში 31-ე უბანზე არის ძალიან სერიოზული პრობლემა. დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ბიულეტენები ჩაიყარა, როგორც ხელისუფლებას უყვარს ამ სიტყვის გამოყენება - "ბღუჯა-ბღუჯა". ეს ფაქტი დაფიქსირდა როგოც ჩვენი ინტერესების დამცველების მიერ, ასევე, სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან. დაიწერა საჩივარი, რამდენადაც მე ვიცი ამ საჩივარს რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ უკვე მოაწერა ხელი უბანზე არის ძალიან სერიოზული დაპირისპირება. არ ვმალავ იმას, რომ ჩვენი წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ უბნის წინ. ჩვენი მერობის კანდიდატი ითხოვდა, რომ მოეხდინათ ამ დარღვევის დაფიქსირება, თუმცა, უბანი ამ ეტაპზე ჩაკეტილია. მობილიზებულია პოლიცია, რომელიც არ აძლევს საშუალებებს დამკვირვებლებს და ჩვენს წარმომადგენლებს, რომ დააფიქსირონ ის რეალური დარღვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შემთხვევაში უნდა გაიხსნას ყუთი, გადაითვალოს ეს ბიულეტენები, საჩივარი კარგად იყოს განხილული და საერთოდ ჩაიშალოს ამ უბის შედეგები", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google