კახა კუკავა : თუ 3700 უბანზე აღმოჩნდება თუნდაც თითო წესიერი და მებრძოლი ადამიანი არჩევნები შედეგი სრულიად განსხვავებული იქნება ეგზიტპოლებისგან.

„მივმართავ ჩვენს წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა 3700 უბანზე მონაწილეობას იღებენ ხმების დათვლის პროცესში. ყურადღებას ნუ მიაქცევთ წინასწარ შედეგებს, რომლებიც ასახავს უფრო სურვილებს, ვიდრე რეალობას. ახლა ამ წუთებში წყდება არჩევნების ბედი.

სწორედ ახლა წყდება იქნება თუ არა მეორე ტურები და რომელი პარტია რა პროცენტს დადებს. სწორედ ამიტომ ჩვენ შეფასებას გავაკეთებთ მას შემდეგ რაც დასრულდება ხმების დათვლის პროცედურა. შესაძლებელია თითოეული ხმა იყოს გადამწყვეტი. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს წარმომადგენლებს, ბოლომდე დარჩით საარჩევნო უბნებზე, იყავით სოლიდარულები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ და დაიცავით თითოეული ხმა. თუ 3700 უბანზე აღმოჩნდება თუნდაც თითო წესიერი, პატიოსანი და მებრძოლი ადამიანი არჩევნების რეალური შედეგი იქნება ბევრად უფრო განსხვავებული იმისგან, რაც რაც რამოდენიმე წუთის წინ მოვისმინეთ პირაპირ ეთერში.“– განაცხადა კახა კუკავამ

 

FaceBook Twitter Google