ლიდერთა საბჭო სახალხო მოძრაობასა და საპროტესტო აქციებს იწყებს
„ლიდერთა საბჭოში შევთანხმდებით უახლოეს პერიოდში დიდი სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებაზე, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებასთან, რადგან საარჩევნო პერსპექტივა ამ ქვეყანაში გუშინ საღამოს 8 საათზე ხელისუფლების მიერ გამოირიცხა.“- ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ლიდერთა საბჭოს ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.
საგანგებო ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ გააჟღერა ლიდერთა საბჭოს პოზიციები და შეფასება.

„ჩვენი შეფასებით არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი და კონკურენტიანი გარემო, რაც უხეშად არღვევს სამართლიანი არცჩევნების პრინციპს. ამ არჩევნების შედეგი წინასწარ დაიგეგმა ხელისუფლების მიერ.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა „ქართულ ოცნების“ მმართველობის პერიოდში საარჩენო გარემო კიდევ უფრო გაუარესდა და მიაღწია იმ ნიშნულს , რომლის მიღმა ხელისუფლების გადაცემა არჩევნების გზით შეუძლებელი ხდება.

„ ლიდერთა საბჭოში შემალვალი პარტიების ლიდერები შევთანხმდით და სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს. აღნიშნული განპირობებულია მკვეთრად უთანასწორო გარემოთი და არჩევნების დღეს ხელისუფლების აქტივისტების მხრიდან ტოტალური მოსყიდვითა და ზეწოლით, აღარაფერს ვამბობ არანორმალურად უთანასწორო მედიაგაშუქებასა და ასევე წარმოუდგენლად არათანაბარ ფინანსურ რესურსებზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით ვაცხადებთ, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ტოტალური ზეწოლისა და დარღვევების ფონზე, აბსოლუტურად უთანასწორო, უსამართლო და არადემოკრატიულ გარემოში, შესაბამისად მისი შედეგებით არალეგიტიმურია,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

FaceBook Twitter Google