ნინო ბურჯანაძე:„ოდირის დასკვნა უკვე ასახავს, როგორი არჩევნებიც ჩატარდა“
„ხელისუფლების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფლად, დემოკრატიულიად და სამართლიანად ჩატარდა. მათი თქმით, არჩევნები სადამკვირვებლო მისიების და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სამართლიანად შეფასდა,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ეს მტკნარი სიცრუეა და ვინც წაიკითხავს ოდირის დასკვნას კარგად გაიგებს, რომ არჩევნები არ შეფასებულა როგორც თავისუფალი და დემოკრატიული.
„დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება იყო მხოლოდ ზოგადად თავისუფალი და არა სრულყოფილად თავისუფალი. ასევე იყო ზეწოლის შემთხვევები. იყო ფაქტები, როდესაც ადმინისტრაციული რესურსი ძალიან ინტენსიურად იქნა გამოყენებული. იყო სერიოზული სირთულეები შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესში. მედია ხშირ შემთხვევაში იყო პოლიტიკურად აფილირებული, საზოგადეობრივი მაუწყებელი არ აშუქებდა კრიტიკულად მოვლენებს და იყო მიკერძოებული. კანონმდებლობაში არსებობდა შეზღუდვები და შეუსაბამობები, ბოლო ცვლილებები კი არ ითვალისწინებდა საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს. მიმდინარეობდა მიცემული ხმების აღრიცხვა და კონტროლი, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს. 70 უბნიდან 11 -ში უარყოფითად შეფასდა ხმის დათვლის პროცედურა,“- ამბობს ნინო ბურჯანძე.
დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის თქმით, დასკვნაში ამავდროულად ნათქვამია, რომ დეცენტრალიზაციისკენ ნაბიჯი უკან იყო გადადგმული და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტები არ იქნა გამოძიებული, ასევე დასკვნაში საუბარია სხვა მრავალ დარღვევაზე. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ამ ყველაფერს დაემატება ის საჩივრები, რომლებიც პარტიის წამომადგენლების მიერ ადგილიზეა შედგენილი. საჩივრები ასევე ასახავენ იმ კანონდარღვევბსა და გაყალბების ფაქტებს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას.

FaceBook Twitter Google