ნინო ბურჯანაძე : ჩემთვის გაუგებარია და მიუღებელია ბატონი ელისაშვილის განცხადების შინაარსი და პათოსი.
„ჩემთვის გაუგებარია ბატონი ელისაშვილის განხადება, რომელიც ერთის მხრივ ამბობს , რომ „ქართული ოცნება“ ცხვრებივით მიერეკებოდა ამომრჩეველს საარჩევნო უბნებთან და მეორესმხრივ იმევე „ქართულ ოცნებასა“ და კალაძეს წარმატებას უსურვებს“- ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის კალაძესა და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, შესაძლებელია მიიღო ის გამარჯვება, რომელშიც მოწინააღმდეგემ წარმატებას მიაღწია სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში, შესაძლებელია აღიარო დამარცხება, რომელიც შენი შეცდომებით ან თუნდაც უიღბლობით დაგემართა, მაგრამ შეეგო იმ მარცხს, რომელიც წინასწარ იყო დაწერილი და დეგმილი მისთვის პირადად გაუგებარი და მიუღებელია.
„თუ შენ თვლი, რომ ხალხს ცხვრებივით მიერეკებოდნენ არჩევნებზე, როგორღა ულოცავ გამარჯებას იმ კანდიდატს, რომელიც მთავარი ფიგურა და შემოქმედი იყო ამ არჩევნებში ხალხსი ცხვრებივით გარეკვის?!’- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ
FaceBook Twitter Google