ნინო ბურჯანაძე - მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს, რომლებმაც პრაქტიკულად ის პრეტენზიები გაახმოვანეს, რაც ჩვენ გვქონდა
მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს, რომლებმაც პრაქტიკულად ყველა ის პრეტენზია აღნიშნეს, რაც ჩვენ გვქონდა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანების უფლებების ოფისის არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კორენ იონკერის მიერ გაკეთებული განცხადებებს გამოეხმაურა, არჩევნებზე ადამიანების ID მონაცემების აღრიცხვასთან და პარტიების ფინანსებთან დაკავშირებით .

ნინო ბურჯანაძის თქმით, არჩევნებზე რეგისტრატორებს თავზე ადგნენ ადამიანები, რომლებიც სახელებს და გვარებს იწერდნენ, რაც არის პირდაპირი ზეწოლა.

„სამწუხაროდ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნას, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ხმების დათვლა იყო ცუდი ან ძალიან ცუდი, შესაბამისი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ხელისუფლებამ მოახერხა ამ დასკვნის მიჩუმათება. ახლა იმდენად თვალნათელი იყო დარღვევები და დისპროპორციულობა პარტიებს შორის, რომ OSCE/ODIHR-მა უკვე ხმამაღლა გააკეთა აღნიშნული განცხადება. მოხარული ვარ და მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს, რომლებმაც პრაქტიკულად ყველა ის პრეტენზიები აღნიშნეს და გაახმოვანეს, რაც ჩვენ გვქონდა. ეს არჩევნები არ იყო არც თანასწორი, არც სამართლიანი, არც თავისუფალი. ეს არჩევნები იყო ზეწოლებით და გაყალბებებით მიღწეული შედეგის გამფორმებელი. ის, რომ ჩვენმა პარტიამ დახარჯა 200-ჯერ ნაკლები იმ თანხაზე, რაც ოფიაცლურად ჰქონდა დეკლარირებული „ქართულ ოცნებას“, ცალკე თემაა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, არჩევნებზე რეგისტრატორებს თავზე ადგნენ და ადამიანების სახელებისა და გვარებს იწერდნენ სამი პარტიის წარმომადგენლები: „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“. ნინო ბურჯანაძის შეფასებით ეს პირდაპირი ზეწოლაა.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კორენ იონკერმა საარჩევნო უბნებთან ე.წ. ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტების კომენტირებისას განაცხადა, რომ ადამიანების ID მონაცემებით აღრიცხვა და დაკვირვება ვინ მივიდა და ვინ არა არჩევნებზე, დაუშვებელია. რაც შეეხება შემოწირულობებს, იონკერის თქმით, მნიშვნელოვანი განსხვავებები აღინიშნა პარტიების შემოწირულობებს შორის.
FaceBook Twitter Google