„დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თემურ ქორიძის გარდაცვალების გამო
სამწუხაროდ დასრულდა კიდევ ერთი დიდი ქართველის ამქვეყნიური მოღვაწეობა საქართველოს საკეთილდღეოდ. ბატონი თემური გახლდათ საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ცნობილი ლიტერატორი და მეცნიერი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, უბრალოდ, ღირსეული მამულიშვილი. თემურ ქორიძის გარდაცვალება ნადვილად დიდი დაკლისია ჩვენი ქვეყნისათვის.
საქართველოს მართებს მეტი ყურადღება ასეთი ადამიანების მიმართ.
სახელმწიფოს ვალია ღირსეული პატივი მიაგოს ასეთ მამულიშვილებს, თუნდაც იმიტომ რომ მომავალმა თაობამ დაინახოს, რომ საკუთარი ქვეყნის ღირსეული სამსახური დაუფასებელი არ რჩება.
„დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს თემურ ქორიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მათ გამძლეობას და სულის სიმხნევეს უსურვებს.

FaceBook Twitter Google