ნინო ბურჯანაძე - ჩემს ქვეყანაში არ მინდა არც რუსული ჩექმა და არც სხვა ქვეყნის, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, როგორც მეგობრების და სტუმრების
ჩემს ქვეყანაში არ მინდა არც რუსული ჩექმა და არც სხვა ქვეყნის, ჩემს მიწაზე მე მინდა მხოლოდ ქართული, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, როგორც მეგობრების და როგორც სტუმრების", - ასე უპასუხა ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუს დეპუტატ ვლადიმერ ჟირინოვსკის.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე მეორე დღეა, რაც რუსეთის პირველი არხის თოქ-შოუში ,,60" წუთში იღებს მონაწილეობას და კონფილიქტების დარეგულირების საკითხში ქართულ ინტერესებს იცავს.
დებატების დროს ნინო ბურჯანაძეს გვერდში ვლადიმერ ჟირინოვსკი ედგა, რომელმაც ეთნიკურ აფხაზ ახრამ ავიძბას ადგილი მას შემდეგ გადაუცვალა, რაც ბურჯანაძემ განაცხადა - ”ნუ იდგებით ჩვენს შორის, ჩვენ თავად მოვაგვარებთ ერთმანეთთან პრობლემებს”.
FaceBook Twitter Google