დიმიტრი ლორთქიფანიძე - მოლოდინი, დღევანდელი საჩივრის დებულებათა დაკმაყოფილებაზე, ძალზედ მინიმალურია
„დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, „ლიდერთა საბჭოს“ სარჩელის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს უნდა დასრულდეს.

“დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ გუშინდელი სააპელაციო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ფონზე, რაც თბილისის საკრებულოს პროპორციული სიისა და მერობის კანდიდატთა მიერ მიღებული ხმების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ეხებოდა, მოლოდინი, დღევანდელი საჩივრის დებულებათა დაკმაყოფილებაზე, ძალზედ მინიმალურია.

„დღევანდელი დღის შემდეგ ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა მივმართოთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ევროკონვენციის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის აღმოფხვრის მოთხოვნით და პირველ რიგში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ფაქტზე, რადგან მივიჩნევთ, რომ 2017 წლის მუნიციპალური არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და მხოლოდ ჩვენი ბლოკის მიერ 740 საჩივარია დაწერილი ადგილებზე და არც ერთი მათგანი, მათ შორის უმეტესობა უბნის გახსნისა და ხმების ხელახალი გადათვლის თაობაზე არ დაკმაყოფილებულა“, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

FaceBook Twitter Google