„დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო.
„დემოკრატიული მოძრაობა სამძიმარს უცხადებს ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდეში“ მომხდარი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.
ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაშავდა. მაშველმა მეხანძრეებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ადამიანთა სისოცხლე გადაერჩინათ.
„დემოკრატიული მოძრაობა“ მოითხოვს, რომ უმოკლეს დროში ჩატარდეს გამოძიება, თუ რამ გამოიწვია ხანძარი და შემდეგ ადამიანთა გარდაცვალება, ყველა პასუხისმგებელმა პირმა ვისაც ბრალეობა მიუძღვის ამ ტრაგედიაში, უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე.

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31