„ივანიშვილისათვის, მთავარია სახელმწიფო აქციოს, თავის შიდა ეზოდ“

„კატეგორიულად მიუღებელია ის ინიცირება, რაც შეეხება დაზვერვისა და კონტრდაზვერვის გაერთიანებას“. - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. მისი განმარტებით, ხელისუფლებას არ სურს ან შეიძლება ვერც ერკვევა, იმაში რომ ყოვლად წარმოუდგენელია ეს ორი უწყება ერთ სტრუქტურულ ერთულში იყოს მოქცეული და არ შეიძლება მათ ერთი ხელმძღვანელი ჰყავდეს. ბურჯანაძე პარალელს ავლებს საბჭოთა კავშირის დროს არსებულ პოლიციურ სისტემასთან და მიიჩნევს, რომ დღეს არსებული ვითარება საქართველოში ბევრად უარესია, ვიდრე მაშინ იყო.


„გასაგებია, რომ სტრატეგიულ ობიექტებზე განსაკუთრებული ვითარება იყოს, მაგრამ საუბარი ე.წ ოდეერების ინსტიტუტის შემოღებაზე მიგვიყვანს იქამდე, რომ ყველა დაწესებულებაში, ყველა საწარმოში, ყველა ორგანიზაციაში შეიძლება დასაქმებული იყვნენ ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში არიან საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები და ამვე დროს თანამდებობის პირიც. მაგალითად, შეიძლება მოსამართლეც იყო და დაზვერვის თანამშრომელიც? ეს არის წარმოუდგენელი რამ და კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ ბიძინა ივანიშვილმა აკონტროლოს ყველა და ყველაფერი. ეს არის პოლიციური სახელმწიფო, ეს საბჭოთა კავშირის სისტემაც კი არ არის, უფრო უარესია. ივანიშვილისათვის, მთავარია სახელმწიფო საბოლოდ ჩამოიჩალოს და ის გაიხადოს, თავის შიდა ეზოდ“.- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31