„დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიმიტრი ჯაიანის გარდაცვალების გამო.

ბატონი დიმიტრი გახლდათ ღირსეული ქართველი. ადამიანი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი, ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, ბოლოს კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მუნისტრი, ეს გახლავთ ჩამონათვალი იმ სფეროებისა, სადაც ბატონმა დიმიტრიმ საკუთარი სიტყვა თქვა და საქმე აკეთა. მის მიერ თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები, ყოველთვის დარჩება მაყურებელთა მეხსიერებაში.


ბატონი დიმიტრი ასევე გახლდათ სახალხო კრების აქტიური წევრი. იგი ყოველთვის იბრძოდა სამართლიანობისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის.
„დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს ბატონი დიმიტრის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

 

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31