პოლიტპატიმარ ბექა პეტრიაშვილის საქმეში არსებულ ცრუ მოწმეს სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიტპატიმარ ბექა პეტრიაშვილის მამხილებელი ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე ბრალდებული კ.ჯ. დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბექა პეტრიაშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2011 წლის 06 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებს, თითქოსდა ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, დაკავებული ჰყავდათ ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ბექა პეტრიაშვილი.
პროკურატურის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ კ.ჯ. დაკავების მომენტში საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, შესაბამისად ვერ გახდებოდა ფაქტის თვითმხილველი და მან ცრუ ჩვენება ბრალდების მტკიცებულების ხელოვნურად შექმნის მიზნით მისცა.
რაც შეეხება პოლიტპატიმარ ბექა პეტრიაშვილს, რომელიც 2011 წლის 06 დეკემბერს გასამართლებული იქნა ცრუ ჩვენების და საქმეზე ხელოვნურად შეკრებილი გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მისი საქმის გადასინჯვის და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით.
"მე გავაგრძლებ ბრძოლას ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად, რაც დარწმუნებული ვარ შედეგს მოიტანს, ადამიანები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჩემს დაკავებასა და საქმეზე მტკიცებულების გაყალბებაში აუცილებლად მკაცრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე."-განაცხადა ბექა პეტრიაშვილმა.
"დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახური
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234