აბსოლუტური სისულელე და მართლა დემაგოგია - ბურჯანაძე ,,გირგვლიანის შესწორებაზე"
აბსოლუტური სისულელე და მართლა დემაგოგიაა - ასე აფასებს ,,დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მმართველი გუნდის ინიციატივას სახელწოდებით ,,გირგვლიანის შესწორება“.

მისი თქმით, ამ გზას ,,ქართული ოცნება“ ამომრჩევლის დასაბნევად მიმართავს.

,,ეს არის პიარისთვის გაკეთებული და მართლა სამარცხვინო. როცა ახალგაზრდა ადამიანის ტრაგედიას ასე უსინდისოდ იყენებს ,,ქართული ოცნება" ეს გამიზნულია იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თავგზა აურიონ და დააბნიონ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მარგველაშვილი უსუსტესი პრეზიდენტი აღმჩნდა.

,,არ მიკვირს, მან ვერ გამოიყენა უზარმაზარი ბერკეტი, რაც ჰქონდა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტოკ-შოუ ,,რეაქციაში“.



FaceBook Twitter Google