ნათელაშვილი ბურჯანაძის სასარგებლოდ კანდიდატურას ხსნის
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი დარწმუნებულია რომ ლიდერთა საბჭო, რომელიც თხუთმეტამდე არასაპარლამენტო პარტიას აერთიანებს, საპრეზიდენტო მარათონზე ერთიანი კანდიდატით გამოვა. ნინო ბურჯანაძის განმარტებით, საუკეთესო ვარიანტი იქნება თუკი მთელი ოპოზიცია ერთ კანდიდატს დაუჭერს მხარს:

„წინა არჩევნებისას ოპოზიციის ერთობის აუცილებლობა არ იყო გააზრებული. დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა, ვიტყოდი რომ პრაქტიკულად ყველამ, გააცნობიერა რომ ოპოზიციური ერთობა აუცილებელია ქვეყანაში ვითარების შესაცვლელად. ამიტომაც, გიდასტურებთ, რომ ლიდერთა საბჭოში, სადაც 13 პოლიტიკური პარტიაა - და არა მხოლოდ ეს პარტიები, არამედ, სხვებიც, რომელიც არ შედიან ფორმალურად ამ საბჭოში - გაკრვეულ ერთიანი კანდიდატურის შესაჯერებლად ერთმანეთში გარკვეულ კონსულტაციებს აწარმოებენ.

შალვა ნათელაშვილმა თავისი კანდიდატურა უკვე დააყენა. მე და ჩემი გუნდიც ვფიქრობთ ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა, რომ გარკვეული კომპრომისებისთვის შალვაც და მეც მზად ვართ...

ჩემი პრეზიდენტობა დღეს ქვეყანაში არის ერთადერთი შანსი ქვეყნის გადარჩენის. და ერთადერთი შანსი იმისა, რომ ის პრობლემები რაც ჩვენ გვაწუხებს, მოგვარდეს. თუ გამოჩნდება ჩემზე უკეთესი კანდიდატი, მე არ ვიბრძვი სკამისთვის, მე ქვეყნის გადარჩენისთვის ვიბრძვი, და ამ შემთხვევაში კომპრომისზე საუბარი შეიძლება. ეს მომავლის თემაა, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ უკეთესი კანდიდატი ადვილად გამოჩნდება მაგრამ ვანხოთ. “ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში.

როგორც კულისებში ამბობენ, შალვა ნათელაშვილი მზად არის ადგილი საუკეთესოს დაუთმოს. საუკეთესო კანდიდატად კი ნინო ბურჯანაძე საკუთარ თავს ხედავს და ამბობს, რომ ეს სულაც არ არის ამბიციური განცხადება:

„ჩემი განცხადება ამბიციურად ვერ ჩაითვლება. ამბიციურად შეიძლება იმ ადამიანების განცხადება ჩაითვალოს, რომლებიც პოლიტიკაში მოვიდნენ გუშინ და გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი იციან და ქვეყნის მართვა შეუძლიათ. მე მეკავა ამ ქვეყანში ყველა უმაღლესი თანამდებობა, რომელიც შეიძლბა პოლიტიკოსს ეკავოს; მე ქვეყანა არაერთხელ გადავარჩინე ძალიან სერიოზული კრიზისებისგან. სხვათაშორის გადავარჩინე ჩემი პირადი რეიტინგისა და, ხანდახან, ჩემი ავტორიტეტის ხარჯზეც.

გარდა ამისა მე მაქვს უნიკალური კონტაქტები როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში; ასევე სამხრეთში და ჩრდილოეთში, რაც ვთვლი რომ ნამდვილად უნიკალურია. ამით ძალიან ბევრი ადამიანი ვერ დაიკვეხნის.

გარდა ამისა მე შემიძლია ვითანამშრომლო ყველა იმ ოპოზიციასთან ვისაც აქვს ხალხისა და საზოგადოების მხარდაჭერა.

ამასთანავე, ვფქირობ, პრეზიდენტი მხოლოდ საკუთარი გუნდით არ უნდა შემოიფარგლოს და მას კოალიციური ერთობა და კოალიციური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. “ - ამბობს ნინო ბურჯანაძე

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234