დემოკრატიული მოძრაობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნუნუ ნათობიძის გარდაცვალების გამო.
დემოკრატიული მოძრაობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თეთრიწყაროს საკრებულოს წევრის, ჩვენი რაიონული ორგანიზაციის ხელმღვანელის ნუნუ ნათობიძის გარდაცვალების გამო. ქალბატონი ნუნუ გახლდათ უაღრესად კარგი ადამიანი. პატიოსნება, წესიერება უსამართლობასთან შეუგუებლობა გახლდათ მისი ცხოვრების მუდმივი თანმდევი თვისებები, ქალბატონი ნუნუ ყველა ეტაპზე იბრძოდა ქვეყნისა და მომავალი თაობების უკეთესი მომავლისათვის. იგი გახლდათ 2011 წლის 21-26 მაისის აქციების აქტიური მონაწილე. " დემოკრატიული მოძრაობა" სამძიმარს უცხადებს ქალბატონი ნუნუს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234