ნინო ბურჯანაძე: „სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა ივანიშვილის მხრიდან თავიდანვე ფარსი იყო, მატყუარა და უსუსური ხელისუფლება გვყავს"
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე და ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაგზავნის საკითხს ეხმაურება და ამაში ქართულ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
,,მე თავიდანვე ვამბობდი, რომ საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა იყო ივანიშვილის და ქართული ოცნების მხრიდან ფარსი და ხალხის მოტყუება. ბიძინა ივანიშვილს გაკოტრებული სააკაშვილისაც კი ეშინია. თავიდანვე ცხადი იყო, ის საქმეები, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ აღიძრა სრულიად ნათლად აჩვენებდა, რომ ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის არც დაპატიმრება უნდოდა და არც საქართველოში მისი დაბრუნება. ექსტრადირების მოთხოვნა რეალური რომ ყოფილიყო, სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა სხვა სახეს მიიღებდა. მაშინ 2008 წლის აგვისტოს ომთან და 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით უნდა აღეძრათ საქმე. ეს არ გააკეთეს. დაგვცინეს და საქმეები აღძრეს სააკაშვილის პალტოებთან და პიჯაკებთან დაკავშირებით. ასეთ საქმეებზე კი პრეზიდენტებს არ გადმოსცემენ. ჩვენს ხელისუფლებას შეეშინდა, რომ თუ კი სააკაშვილის ექსტრადირება მოხდებოდა, ეს გამოიწვევდა სერიოზული პოლიტიკური პრობლემებს. იმდენი კი ესმით, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პრობლემის მოგვარების თავი არ აქვთ.ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, იმისა რომ ბიძინა ივანიშვილს და სამწუხაროდ, სრულიად საქართველოს გვყავს უსუსური, არაფრის მაქნისი და მატყუარა ხელისუფლება“, - განაცხადა ნინო ბურჯაბაძემ.
FaceBook Twitter Google