გიგლა ბარამიძე – “ოცნებაში” წულუკიანის გარდა, სალომე ზურაბიშვილის და თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურებიც განიხილება
ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, “დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე “2020 NEWS“-ს ექსკლუზიურ ინფორმაციას აწვდის.
“თეა წულუკიანი ერთერთია იმ კანდიდატებს შორის, რომელსაც „ქართული ოცნება“ განიხილავს. მე მაქვს ინფორმაცია, საიდან წამოვიდა ეს იდეა. ამერიკის სამარცხვინო ელჩი იან კელი ხელისუფლებას პირად საუბრებში ურჩევდა, რომ აუცილებელი იყო ქალი კანდიდატი ჰყოლოდათ. თითქოს ეს რაღაც ახალია და იმიჯის გაკეთილშობილებაში დაეხმარება „ოცნებას“. წულუკიანის გარდა, განიხილება კიდევ ორი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და თამარ ჩუგოშვილი. ეს სახელები იტესტებიან, ხელისუფლება საზოგადოების რეაქციებს ამოწმებს. ღიმილი გამოიწვია წულუკიანის კანდიდატურამ, უარეს ცინიზმს გამოიწვევს ჩუგოშვილის კანდიდატურა, ის შეიძლება აღარც გაამხილონ უკვე და სალომე ზურაბიშვილი, ვითომ როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ისე დასახელდეს. როგორი დამოუკიდებელი იქნება ზურაბიშვილი, როდესაც მას “ქართული ოცნება“ დაეხმარება გაპრეზიდენტებაში, უკვე გასაგებია.

– ნინო ბურჯანაძეს ხომ არ უპირისპირებს ხელისუფლება ქალ კანდიდატს?

– ჯერ ერთი, არაა ცნობილი ნინო ბურჯანაძე იყრის თუ არა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ როცა გადაწყდება, ერთადერთი უალტერნატივო და ყველაზე ღირსეული კანდიდატურა ნინო ბურჯანაძე იქნება, ეს უახლოეს მომავალში გაცხადდება, თუმცა რეალობა ისეთია რომ მნიშვნელობა არააქვს ვინ იქნება კანდიდატი, არჩევნები მაინც არ იქნება რეალობასთან ახლოს, ეს იქნება დანიშვნითი ისევ. ხალხი არავის არ აირჩევს, ხალხს დაუნიშნავენ პრეზიდენტს.

წყარო: 2020news.ge
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30