ნინო ბურჯანაძე – ჩემსავით გამოცდილი და გაბედული პოლიტიკოსები ქვეყანაში არ არიან
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, დარწმუნებით აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა მხარს მას დაუჭერს.

“ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი საქართველოში ხვდება, რომ ჩემსავით გამოცდილი და გაბედული პოლიტიკოსები ქვეყანაში უბრალოდ არ არიან. ამიტომ მუდმივად იზრდება იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ხვდება, რომ საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია პრაგმატული და სწორია. ეს ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე ასევე ხაზს უსვამს არჩევნების არასამართლიან პირობებში ჩატარებას, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მილიონები გადამწყვეტ როლს ითამაშებს. თუმცა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას არჩევნებზე მმართველი გუნდისთვის წინაააღმდეგობის გაწევა შეუძლია.

„ყველა რეალურად ოპოზიციური პარტია მივიდა დასკვნამდე, რომ ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან ბრძოლა მხოლოდ ძალების გაერთიანების გზით არის შესაძლებელი. ჩემი აზრით, 14 ოპოზიციური პარტიის მიერ შექმნილ ლიდერთა საბჭოს სიტუაციაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია“, – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

წყარო: 2020news.ge
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30