ნინო ბურჯანაძე : უმნიშვნელოვანესია, მიუხედავად ამ ტკივილისა ქართველებმა და ოსებმა არ დავკარგოთ ადამიანობა და ქრისტიანობა.
„მივმართავ ჩვენს ოს დებსა და ძმებს, არ მისცეთ ყველაზე მძიმე ტკივილსაც კი იმის შესაძლებლობა, რომ დაკარგოთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისათვის“ -ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარის გადმოსვნებასთან მიმართებაში ცხინვალში გამართულ აქციასთან დაკავშირებით.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა ქართველებიცა და ოსებიც ვართ ადამიანები და ამასთანავე ქრისტიანები და ძალიან მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ როგორც ეს ორი უმნიშვნელოვანესი ღირსება.
„ მე მესმის იმ ადამიანების ტკივილი, რომელთაც საკუთარი მიცვალებულები არ ყავთ მიწას მიბარებული, ქართულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მათაც დაუბრუნდეთ საკუთარი მიცვალებულები, მაგრამ ეს არ იძლევა იმის საფუძველსა და საბაბს, რომ მოითხოვო სხვას არ მისცე საშუალება პატივი მიაგოს და საკუთარ მიცვალებულებს, ვეფხი და მოყმე არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, იმავე ტრადიციაზე იზრდებოდნენ ჩვენი ოსი თანამოქალაქეები. მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ოს თანამემამულეებს, რომ დადგნენ ამ უდიდეს ტკივილზე მაღლა და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ასეც იქნება,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30