ნინო ბურჯანაძე: კვირიკაშვილს წერილი დამოუკიდებლად არ დაუწერია"
“როდესაც სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს ასეთ წერილს უგზავნის, 90 % მაინც უნდა იყო უნდა იცოდე იქიდან რა პასუხს მიიღებ, ესცარის პოლიტიკა და დიპლომატია“- ასეთი კომენტარი გააკეთა ,,დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის მხრიდან გიორგი კვირიკაშვილის წერილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მას არ სჯერა და ნაკლებად წარმოსადგენია, რომ გიორგი კვირიკაშვილს ეს წერილი დამოუკიდებლად დაეწერა.

“თქვენ გჯერათ, რომ კვირიკაშვილმა ეს წერილი დაწერა დამოუკიდებლად? არ შეათანხმა არც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, არც მინისტრთა კაბინეტთან, არც ზურაბ აბაშიძესთან და არც ბიძინა ივანიშვილთან? მე ამის არ მჯერა. ამიტომ პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურად გაუთვლელ წერილზე, მხოლოდ კვირიკაშვილს არ ეკისრება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google