გიგლა ბარამიძე - კვირიკაშვილის პოლიტიკური დაისი უკვე დადგა - სამთავრობო ცვლილებები გარდაუვალია
პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება რუსეთის ხელისუფლებისადმი ეს არის გედის სიმღერა და სხვა არაფერი. მისმა ამ განცხადებამ ის ძალებიც გააღიზიანა, ვინც რუსეთთან დიალოგის მომხრე იყო, - ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქცენტები არასწორად დასვა და კვირიკაშვილის ჟენევის ფორმატში ჩართვა ახალს არაფერს მოიტანს.
„წერილში მას კატეგორიულად უნდა მიემართა, რომ მოითხოვდა რუსეთის პრეზიდენთან, პრემიერთან შეხვედრას ნებისმიერ ადგილას. პრემიერის არასწორმა აქცენტებმა გამოიწვია კრიტიკა“, - აღნიშნა ბარამიძემ.

გიგლა ბარამიძე ხელისუფლებაში ახალი სახეების გამოჩენას პროგნოზირებს. მისივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პარტიული შეკრება მხოლოდ პრემიერის განცხადებას არ ეხებოდა.

“კვირიკაშვილის პოლიტიკური დაისი უკვე დადგა. ახლა სამთავრობო ცვლილებები გარდაუვალია. ეს ცვლილებები აქამდეც განხორციელდებოდა, მაგრამ მაქსიმალურად წელავენ, უნდათ, რომ ეს არჩევნების წინ მოხდეს. ვითომ ახალი კადრებით უნდათ ხალხის მოტყუება. ხალხი ამას აღარ დაიჯერებს. ყოველი არჩევნების წინ ვითომ ახალი გუნდი მოჰყავთ, რომელიც წინაზე უარესია“, - აცხადებს გიგლა ბარამიძე.

ინფორმაციას პარტიის პრესამსახური ავრცელებს.
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234