დავით უსუფაშვილი ნინო ბურჯანაძეს : მე გულწრფელად ვისურვებდი, ამ ვერსიით პოლიტიკური ლიდერი ყოფილიყავით თქვენ
,,სხვათაშორის თქვენ ყოველთვის, პირდაპირ სახელით და გვარით მოიხსენიებდით რუსეთის პრეზიდენტს, მაშინ როდესაც ამას სხვა ვერავინ აკეთებდა. ამბობდნენ რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ვერავინ ბედავდა პუტინის დასახელებას. მე ვიცი, რომ საქართველოში არსებობს ხალხი, რომელსაც თქვენი ვერსიის სჯერათ. მე გულწრფელად ვისურვებდი ამ ვერსიის პოლიტიკური ლიდერი იყოთ თქვენ, რადგან მე ვიცი როგორი ,,პრორუსი" ხართ თქვენ." - დებატებ ი ს ფორმატში ასეთი განცხადებით მიმართა დავით უსუფაშვილმა ნინო ბურჯან ა ძეს.
პარლამენტის ორი ყოფილი თავმჯდომარე განიხილავდა ქვეყნის ჩიხიდან გამოსასვლელ გზებს. . მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა, პარლამენტის ორივე თავმჯდომარე საბოლოოდ რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე შეთანხმდა.
"სამწუხაროდ დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. არანაირ ვასალიტეტზე, არანაირ მორჩილებაზე, არანაირ მუხლებით დაჩოქვაზე საუბარი არ არის. მაგრამ პირდაპირ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე აპირებს თუ არა მოსკოვში ისევ წასვლას ბურჯანაძემ უპასუხა: რომ თუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება, როგორც კი კანონს ხელი მოეწერება იმ დღესვე წავა მოსკოვში და იქ დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესს.
“ წავალ, ჩამოვალ და ვნახოთ ერთი როგორ დამიჭერენ." - განაცხადა ნინო ბურჯანაძე.
FaceBook Twitter Google