ნინო ბურჯანაძე : იან კელიც პრორუსი და პუტინის აგენტია, თუ ვაღიაროთ, რომ ბურჯანაძე მართალი იყო ? !
„ქართულ-რუსული ურთიერთობა, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანა ჩიხშია შესული. ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის უსუსური ხელისფულებაა, რომელიც ქვეყანას მართავს. გამოსავალი ყოველთვის დიალოგშია. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემისა და კონფლიქტების არსებობის შემთხვევაში ყოველთვის არის ორი გზა. ან ომის ან დიპლომატიური მოლაპარაკებების. ამერიკის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ საქართველო უნდა ელაპარაკოს რუსეთს. როგორ მოვიქცეთ ახლა, ვთქვათ რომ იან კელიც პრორუსი და პუტინის აგენტია, თუ ვაღიაროთ, რომ ბურჯანაძე მართალია, როდესაც წლებია იმეორებს რომ აუცილებელია რუსეთთან დიალოგი“ - ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ასევე პარლამენტის ყოფილ თამჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან დებატის დროს.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, რუსეთში მისი პირველი ვიზიტის შემდეგ მან ჩამოიტანა ძალიან კონკრეტული მესიჯები, სადაც პუტინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ნათქვამი იყო, რომ არ არსებობდა არანაირი წითელი ხაზები და არ არსებობდა არანაირი საკითხი, რომელზეც ისინი ქართველებთან ვერ მოილაპრაკებდნენ. თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ მოიმოქმედა და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრორუსულობიას იარლიყის შიშით მას ტელეფონზეც კი არ დაურეკა.რა სურს რუსეთს? საერთოდ არ არის გაურკვეველი რუსეთის სურვილი. მას არ უნდა საქართველოში განლაგებული ჰქონდეს ნატოს ბაზები. მართალია, პუტინმა ძალიან კარგად იცის, რომ სანამ აფხაზეთში და ოსეთში რუსული ჯარი იდგება, ჩვენ არავინ არ შეგვიყვანს ნატოში. ობამამ ამის შესახებ პირდაპირაც განაცხადა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის პუტინმა, მაგრამ თავს კიდევ უფრო მეტად იცავს.რა პასუხი გინდა პუტინს მოსთხოვო როდესაც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მზად იყო ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საქართველოში განლაგება დაეწყო, პუტინს ძალიან კარგად აქვს გაცხადებული რა უნდა საქართველოსთან.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google