ნინო ბურჯანაძე - "იმედში" შეჭრის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე განაცხადა, რითაც ბრალდების მხარის კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ ვინ მიიღო ტელეკომპანიის ამ ფორმით გათიშვის გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, "იმედში" მარტო სპეცრაზმი არ იყო შესული, იქ ასევე იყო შემადგენლობა, რომელიც ემორჩილებიდა რურუას.

"ჩემთვის მიუღებელი იყო ის, რომ "იმედში" მარტო სპეცრაზმი არ იყო გამოყენებული. მე ამასთან დაკავშირებით ძალიან მწვავე რეაქცია მქონდა. "იმედში" იყვნენ ნიღბიანი, მაგრამ ჯინსებში ჩაცმული ადამიანები, ისინი არ იყვნენ ჩაცმულები, როგორც სპეცრაზმელები და მე მქონდა ინფორმაცია, რომ ეს იყო შემადგენლობა, რომელიც რურუას ემორჩილებოდა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ ამის შესახებ საუბარი გვქონდა და მიხეილ სააკაშვილმა არც დამალა, რომ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო აქციამ რიყეზე გადაინაცვლა, სადაც აქციის დარბევა მოხდა. დღის ბოლოს, სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა.

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234