გიორგი ახვლედიანი – რუსეთთან დიალოგს არ აქვს ალტერნატივა
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთერთი სპიკერი და პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი ჟენევის მორიგ შეხვედრას კრიტიკულად უყურებს და აცხადებს, რომ შედეგი უსარგებლო იქნება.

„2009 წლიდან ვუყურებთ ჟენევის ფორმატს, 45-ე რაუნდი ჩატარდეს ახლა. დილით შეხვედრებს გამართავენ, შუადღეზე მიხვდებიან, რომ ვერ შეთანხმდნენ და მიდიან „საშოფინგოდ“. შესაბამისად, ასეთი ფორმატით ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევთ. წინა ხელისუფლებაც და ახლანდელი ხელისუფლებაც ჟენევაში ჩადიოდა და ჩადის იმისთვის, რომ ეკეკლუცონ თავის დასავლელ ძმაკაცებს, აი როგორი აგრესიული პოლიტიკა გვაქვს რუსეთთანო. აგრესიულმა პოლიტიკამ რა მოგვიტანა, ვხედავთ. მოგვიტანა ყოველ ოთხ წელიწადში ახალ-ახალი ტერიტორიების დაკარგვა. მოლაპარაკების, დიალოგის ენას ალტერნატივა არ აქვს. ამას მე კი არ ვამბობ, აშშ გვეუბნება უკვე“, -აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

მისი განმარტებით, თუ ვინმეს არ სურს დღეს საქართველო და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ, ესენი არიან აფხაზეთის და ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები. ახვლედიანი საუბრობს იმ შანსზე, რომელსაც ყველა სახელმწიფო იყენებს, კერძოდ დიალოგს ორ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის. გიორგი ახვლედიანი მიმართავს პროდასავლურ პარტიებს და ეკითხება, გვაჩვენეთ დიალოგის სხვა ალტერნატივა, რომელიც აქამდე საქართველოს არ უცდია.

„ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული. ვიცით, რომ ოკუპანტი და მოძალადე არის რუსეთი. ჩვენ თუ გადავწყვიტეთ, რომ აქედან არ გამოვიდეთ და მხოლოდ აგრესიული რიტორიკით ვიურთიერთოთ მათთან, მაშინ როგორც 25 წელია ვზარალდებით, მერწმუნეთ მომავალშიც ასე გაგრძელდება. პირდაპირი მოლაპარაკების პროცესი არის აუცილებელი. როდესაც ორ მეზობელს აქვს პრობლემა, გვერდზე კორპუსებიდან არ უნდა მოიყვანოს ვინმე, არიქა მომიგვარეო“, – აცხადებს გიორგი ახვლედიანი.
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234