ნინო ბურჯანაძე და „დემოკრატიული მოძრაობა“ კემეროვში დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს თანაგრძნობას უცხადებს
„ეს არის უმძიმესი ტრაგედია და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, კემეროვის სავაჭრო ცენტრში მასშტაბური ხანძრისას დაღუპულთა გამო.
დღეს 64 ადამიანის ოჯახი, მათი ახლობლები და სრულიად რუსეთის მოსახლეობა დიდ განსაცდელში იმყოფებიან. რთული იქნება, თანაგრძნობის გამოსახატად მოვძებნო ისეთი სიტყვები, რომელიც თქვენს ტრაგედიას რამენაირად შეესაბამება.
განსაკუთრებით, მინდა გამოვყო, იმ უმწეო ბავშვების მშობლები და ახლობლები, ვინც ხანძრის შედეგად დაიღუპა. თანაგიგრძნობთ თითოეულ თქვენგანს, გისურვებთ გამძლეობას დაიმ ტკივლის დაძლევას, რომელიც თქვენს გულშია“.
- ნათქვამია, ნინო ბურჯანაძის მიმართვაში, რომელსაც „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესამსახური ავრცელებს.
კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმრავლესობა ბავშვია.
მომხდარის გამო, რუსეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234