ნინო ბურჯანაძე - რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის უუნარობაზე მეტყველებს
საქართველოს მთავრობის უუნარობაზე, არაკომპეტენტურობაზე და საკუთარი ქვეყნის ინტერესზე წინ სხვა ქვეყნის ინტერესის დაყენებაზე მეტყველებს ის სასაცილო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით მიიღო, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ფაქტი საქართველოს ინტერესებში არ შედის.

„ასეთი ფაქტები შედის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ინტერესებში, რომლებიც შეგნებულად ამწვავებენ რუსეთთან ურთიერთობას. იმ ფონზე, როდესაც ორი კვირის წინ პრემიერ-მინისტრი რუსეთში აგზავნის წერილს ურთიერთობის დარეგულირებასთან დაკავშირებით და ფეხის ხმას აყოლილი აძევებს რუს დიპლომატს, რომელ თანმიმდევრულობაზე და ურთიერთობის დარეგულირებაზეა საუბარი“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის კომენტარს „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234