„დემოკრატიული მოძრაობა“ ქართველ ხალხს რეფერენდუმის დღეს ულოცავს
„დემოკრატიული მოძრაობა“ სრულიად საქართველოს ულოცავს რეფერენდუმის დღეს. 1991 წლის 31 მარტს გამართულ რეფერენდუმზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ხმა მისცა დამოუკიდებლობის აღდგენას. 31 მარტი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. სწორედ ამ დღემ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი. „დემოკრატიული მოძრაობა“ ულოვს სრულიად საქართველოს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კი რეალურად დამოუკიდებელ, ძლიერ და ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას უსურვებს.
FaceBook Twitter Google