,,მე რომ ვყოფილიყავი ხელისუფლებაში, ეს არ მოხდებოდა" - ნინო ბურჯანაძე - ტატუნაშვილის საქმეზე
„ვფიქრობ, ხელისუფლებას თავის დროზე პირდაპირი დიალოგი რომ დაეწყო აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან და სხვა მიდგომა ჰქონოდა ამ კონფლიქტურ რეგიონებთან, ალბათობა ამ ტრაგედიისა შემცირდებოდა. თუკი მაინც მოხდებოდა, ეს ტრაგედია არავითარ შემთხვევაში ცხედრის გადმოცემის საკითხი არ გამწვავდებოდა. აქ რომ სხვა ტიპის ხელისუფლება ყოფილიყო და პირდაპირ გეტყვით, მე რომ ვყოფილიყავი ხელისუფლებაში, ეს არ მოხდებოდა,"- ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ტრაგიკული მოვლენები ყველა ქვეყნაში ხდება, მითუმეტეს, როდესაც საქმე კონფლიქტურ რეგიონს ეხება.

„როდესაც ამბობენ, რომ ტატუნაშვილი რუსეთმა აწამა... რას ნიშნავს ეს? რომელმა რუსეთმა: კომპოზიტორმა, დირიჟორმა, მსახიობმა, რომელიმე პოლიტიკოსმა თუ მთელი რუსეთი ჩავიდა? ჩვენ ჯერ გამოძიება არ გვინახავს, არ ვიცთ რა მოხდა. რა შუაშია რუსეთი?! ეს ყველაფერი ოსეთის ტერიტორიაზე მოხდა და პასუხისმგებლობა ცხინვალს, ან იმ ადამიანებს უნდა დაეკისროთ, რომლებიც სულ არ იყვნენ ხელისუფლებასთან კავშირში. როგორ შეიძლება ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულო?! რუსეთს ეყოფა ის, რაშიც არის დასადანაშაულებელი. ბრიტანეთვით ნუ დაგვემართება, სავარაუდოდ რუსეთმა აწამაო... ეს არ არის სწორი ფორმულირება.“-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

კითხვაზე, - არსებობს თუ არა აფაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შანსი, - გვიპასუხა, რომ „თუ რუსეთს ყველაფერში არ დავადანაშაულებთ, მტყუან-მართალს არ გავარკვევთ და შევეცდებით, რომ პირველ რიგში აფხაზებსა და ოსებს დაველაპარაკოთ, მაშინ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების იმედიც უნდა გვქონდეს. თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ჩვენი ყველა უბედურება, შეცდომა, სხვას დავაბრალოთ და თვითონ არ დავიწყოთ ამის გამოსწორებაზე მუშაობა, რა თქმა უნდა, ვერ დავიბრუნებთ.“
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30