ნინო ბურჯანაძე: "მმართველ გუნდში აბსოლუტურ არაკომპეტენტურობას, უსუსურობას, ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებას ვხედავ"
დღეს, ძალიან საშიში ვითარებაა ქვეყნაში, ის, რაც ახალი არაა თანამედროვე მსოფლიოში. ასეა, როდესაც ქვეყნის მართვას ფული იწყებდა და არა, -პოლიტიკური პროცესი, ყოველთვის დამღუპველი იყო, - ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროცერსი ძალიან ცუდად მოქმედებს საზოგადოებაზეც.

„სახელმწიფომ იმ დონეზე მაინც უნდა იზრუნოს საკუთარ მოსახლეობაზე,რომ მათ ელემენტარული საარსებო წაყაროს მოპოვება შეძლონ. მაგრამ უნდა მოიპოვო იმდენი, რამდენიც შენ გჭირდება, იმისათის, რომ კარგად იცხოვრო და არა სხვები მართო და ყველა შენს ჭკუაზე დადიოდეს. აი, აქაა განსხვავება საშიშ ზღვარსა და ნორმალურს შორის.

მმართველ გუნდში აბსოლუტურ არაკომპეტენტურობას, უსუსურობას, ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებას ვხედავ. ახლადგაყოყოჩებული ახალგაზრდების მხრიდან ზემოდან ყურებას, რაც გასაკვირი არ არის, რადგან, მათ ყველაფერი, ბიძინა ივანიშვილის წყალობით, სინზე დაწყობილი მიიღეს. ბუნებრივია თავში აუვარდათ და მიაჩნიათ, რომ ყველაზე მაგრები, ძლიერები არიან და იმსახურებენ იმას,რაც აქვთ. ეს ძალიან სახიფათოა ამ ახალგაზრდებისათვის. ჩვენ გვახსოვს 25-27 წლის მინისტრები, მაღალი თანმდებობის ახალგაზრდა პირები, რომლებიც მთელ საქართველოს ჭკუას არიგებდნენ და არავინ არაფრად მიაჩნდათ. სად არიან ახლა ის ადამიანები? სამწუხაროა, რომ მმართველმა გუნდმა ვერაფერი ისწავლა წინა ხელისუფლებისგან და მათი შეცდომებისგან.“-აღნიშნა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30